ტრენინგი: კომუნიკაციის უნარების განვითარება
7 მარტი 2025
2025 წლის 7 მარტს, ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „კომუნიკაციის უნარების განვითარება“.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს კომუნიკაციის არსისა და ბარიერების, ასევე, ასერტული კომუნიკაციის შესახებ, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს.
ტრენინგი ბნსუ-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც მოწვეული ტრენერი, სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი, მაკო ჯაოშვილი უძღვებოდა.