ტრენინგი „მოსამზადებელი სასწავლო კურსი IMO-ს წევრი სახელმწიფო აუდიტის სქემისთვის (IMSAS).
7 თებერვალი 2024
2024 წლის 6-8 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა მონაწილოებდა ტრენინგში „მოსამზადებელი სასწავლო კურსი IMO-ს წევრი სახელმწიფო აუდიტის სქემისთვის (IMSAS).
IMSAS აუდიტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს IMO-ს მოქმედი ინსტრუმენტების თანმიმდევრულ და ეფექტურ განხორციელებას და დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები.
ტრენინგის მიზანია ჩართულ მხარეებს გააცნოს IMSAS სტანდარტები და პროცედურები.
ტრენინგი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ (EMSA) ჩაატარა.