სიახლეები უკან

ტრენინგი: ხარისხის მართვის სისტემები ISO 9001 და შიდა აუდიტი ISO 19011

9 ივნისი 2025

2025 წლის 7-9 ივნისს, ბნსუ-ს ადმინისტრაციულმა პერსონალმა გაიარა ტრენინგი თემაზე: ხარისხის მართვის სისტემები ISO 9001 და შიდა აუდიტი ISO 19011.

სამდღიანი პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ ლექციებს, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტის პრინციპებსა და პროცედურებზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიზნად ისახავდა ბნსუ-ს პროცესების გაუმჯობესებასა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო აღიარების ინგლისურენოვანი სერტიფიკატი “Internal Audit ISO 19011”.