სიახლეები უკან

უმაღლესი განათლების სამიტი 2023

8 მარტი 2023
2023 წლის 1-3 მარტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელი უმაღლესი განათლების სამიტსა და ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაციის ფორუმს დაესწრო . სამიტს 139 უნივერსიტეტის 2500 წარმომადგენელი დაესწრო. უმაღლესი განათლების სამიტი წარმოადგენს უნივერსიტეტებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისთვის საჭირო კომუნიკაციის დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას. სამიტის ფარგლებში ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის პროექტების მენეჯერი, გიორგი აბაშიძე შეხვდა ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.  შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის შესაძლო გზები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.  ფორუმისა და სამიტის ფარგლებში ჩატარებულ სესიებზე განხილული იყო განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები, საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო გზები, ხარისხისა და მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესების საკითხები და განათლების სექტორის გაციფრულების მიმდინარე ტენდენციები. ასევე, ღონისძიება მოიცავდა უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენას.