სიახლეები უკან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

25 იანვარი 2024
2024 წლის 25 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და კომპანია ,,ნაპა ფროჯექთს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა, ბნსუ-ს კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ და “ნაპა პროჯექთის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კონსტანტინს ქარზინმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და საზღვაო ინდუსტრიების რეკრუტირებისა და ტრენინგის სფეროში წამყვან კომპანიას შორის ურთიერთობის გამყარება და განვითარება. მომავალი თანამშრომლობა გულისხმობს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, მათ გადამზადებას და დასაქმებას.