ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2024 წლის 10 სექტემბერს, ბნსუ-სა და „თეგეტა აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების, თუ სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერის აქტივობებში მონაწილეობას, საქმიანობის სფეროს შესაბამისად; ასევე, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით, გამოცდილების გაზიარებას. გარდა ამისა, მემორანდუმი მოიცავს მხარეების მიერ პროფესიული განათლების სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და შემდგომ თანამშრომლობას ერთიანი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა, ბნსუ-ს რექტორმა, პარმენ ხვედელიძემ და „თეგეტა აკადემიის“ რეგიონალურმა მენეჯერმა, სოფიკო გურალიამ.