სიახლეები უკან

ვიზიტი ავსტრიაში

15 მაისი 2023
2023 წლის 15-17 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, რექტორის მეორე მოადგილემ საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - გიორგი გაბედავამ ERASMUS+ Capacity Building- პროექტის “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)” საორგანიზაციო შეხვედრაში და სასწავლო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია: დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში; დუალური განათლების საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობა; საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით; დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვი, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას დუალური განათლების განსახორციელებლად. ასევე, სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო ლოგისტიკური კომპანია “ინტერლოგ ჯორჯიას“ წარმომადგენლემა, რომელიც ბნსუ-თან ერთად იქნება ჩართული პროექტში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა მოინახულეს შემდეგი კომპანიები, რომლებიც დუალური განათლების ფარგლებში თანამშრომლობენ მასპინძელ უნივერსიტეტთან: SIEMENS Transportation; AT&S; KNAPP LOGISTICS; HEINEKEN GROUP; ZOTER. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთი; ავსტრია; გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია. კონსორციუმის წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. შეხვედრის მასპინძელი გრაცის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივესიტეტი იყო.