ვიზიტი რუმინეთის საზღვაო აკადემიაში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - გიორგი გაბედავა, კანცელარიის ხელმძღვანელი - ინდირა ლორთქიფანიძე და სტუდენტთა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი - ზურაბ ბაძაღუა სამუშაო ვიზიტით რუმინეთის საზღვაო აკადემიაში იმყოფებიან.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ის 2023 წლის 27 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს დასრულდება.
ბნსუ-ს წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრები გამართეს აკადემიის რექტორის მოადგილესთან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან და საზღვაო-საინჟინრო და ნავსადგურის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბნსუ-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მასპინძელი აკადემიის მატერიალურ ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა.
ვიზიტის მიზანია, აკადემიის სტუდენტებთან ლექციების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად ვიზტის ფარგლებში პოფესორი გიორგი გაბედავა ჩაუტარებს ლექციებს აკადემიის სტუდენტებს და ბნსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაიზიარებენ უცხოელი კოლეგების პრაქტიკას შესაბამის დეპატრამენტებში.