სიახლეები უკან

ვროცლავის ლოგისტიკის და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი ბნსუ-ში

15 დეკემბერი 2024

2024 წლის 9-13 დეკემბერს, ბნსუ-ს სამუშაო ვიზიტით ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი, ირინა ბროვკო სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმარი დეტალურად გაეცნო ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მუშაობის პრინციპებს და პრაქტიკას. ირინა ბროვკომ შეხვედრა გამართა ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც მათ მიაწოდა ინფორმაცია ვროცლავის უნივერსიტეტისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობების შესახებ.

ვიზიტი განხორციელდა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის (Training Purpose) ფარგლებში, რომელიც აღნიშნული პროგრამის მიერ არის დაფინანსებული. ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც აქტიურად ხორციელდება პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.