XXXV საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორებით 2023 წლის 7 აგვისტოს ქალაქ სტამბულში გაიმართება XXXV საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერების მოდერნიზაციის თანამედროვე ასპექტები: სტატუსი, პრობლემები, განვითარების ტენდენციები“.
კონფერენციის მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე მეცნიერების მოდერნიზაციის თანამედროვე ასპექტების შესწავლას.
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით უნდა გააგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა, აბსტრაქტი და კონფერენციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
- ბუღალტერია, ანალიზი და აუდიტი;
- ფული, ფინანსები და კრედიტი;
- საჯარო მმართველობა, თვითმმართველობა და საჯარო სამსახური;
- ეკონომიკა და საწარმოს მენეჯმენტი;
- ტექნიკური მეცნიერებები;
- გეოგრაფია;
- მათემატიკა და სტატისტიკა;
- აინფორმაციო ტექნოლოგია;
- ომპიუტერული მეცნიერება;
- სისტემის ანალიზი;
- ელექტროენერგია, ელექტროტექნიკა და ელექტრომექანიკა;
- თანამედროვე საავიაციო ტექნოლოგიები;
- კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია;
- აერონავტიკა, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია;
- კულტურა და ხელოვნება;
- მარკეტინგი;
- მათემატიკური მეთოდები ეკონომიკაში;
- მენეჯმენტი;
- საერთაშორისო ეკონომიკა;
- საგადასახადო და საბიუჯეტო სისტემა;
- ისტორია და არქეოლოგია.
დამატებითი ინფორმაცია კონფერნეციის შესახებ, გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: