უნივერსიტეტის ისტორია

“ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის”  ისტორია იწყება 1999 წლიდან.   ამ წელს   დაარსდა ქალაქ ბათუმში „ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა“.  2002 წელს  კი მეზღვა­უ­რ­თა მომზადება-გადამზადებისა და სერტიფი­ცი­რე­ბის  საერ­თა­შო­რისო საზღვაო მომზადების ცენტრი „მერკური“.  2007 წელს  მათ ბაზაზე დაფუძნდა ,,ბათუმის ნავიგაციის  ინს­ტი­ტუტი  - საერ­თა­­შო­­­რი­სო   სა­­ზღვაო მომზადების ცენტრი“,  2008 წელს  მას ეწოდა „ბა­თუ­­მის   ნა­ვი­გა­ციის სასწავლო    უნივერ­სი­ტე­ტი“.  2013 წელს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით    „ბა­თუ­­მის ნა­ვი­გა­ციის სასწავლო უნივერ­სი­ტე­ტს“ მი­­ე­ნიჭა   საგანმა­ნათ­ლებ­ლო საქ­მიანო­ბის უფლება.  “ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” 2013 წლიდან აკრედი­ტა­ცი­ის საბჭოს გადაწყ­ვეტი­ლე­ბით, ითვლება    აკრე­დი­ტე­ბუ­ლად და  წარმატებით ახორ­ციე­ლებს პრო­­ფესიულ და აკა­დე­მი­ურ უმაღ­­ლეს  (ბა­კა­ლავრიატი, მაგისტ­რა­ტურა) საგანმანათლებლო პროგ­რა­მე­ბს. საბა­კა­­ლა­ვ­რო საგანმანათლებლო პროგრამებია - „გე­­მის მე­ქა­ნიკა“;  „საზღ­ვაო ნავიგაცია“;  „სა­ერთა­­შო­რისო          გადა­ზი­დ­ვე­ბის  ორ­გა­ნი­ზება და მართვა“ ; სამაგისტრო სა­გან­მანათ­ლებ­ლო პროგრამა - „სატრანსპორ­ტო ლოგისტიკა“. ასევე, ბნსუ ახორ­ციე­ლებს მეზღვაურთა მომზადები­სა/გადამ­ზა­დე­ბის და     საწვ­რ­თ­ნელ პროგრამებს (კურსებს).

“ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს”  საგანმანათლებლო პროგრამებით, ინოვაციების ხელშეწყობით, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით აქვს  ამბიცია და ყველა საჭირო რესურსი მისცეს სტუდენტებს მოტივაცია და შესაძლებლობა გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.