უცხოენოვანი განათლების დეპარტამენტი

ბნსუ-ს უცხოენოვანი განათლების დეპარტამენტი წარმოადგენს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის შემადგენლობაში შექ­მ­ნილ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პირდაპირ და­ქ­ვემდე­ბა­რე­ბაშია ფაკულტეტის დე­კანთან.

დეპარტამენტის უფლება­მო­სი­ლების სფეროს მიეკუთვნება ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტების, მათ შორის, უცხოელი სტუდენტების სათანადო მომსახურების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კანომდებლობით, ბნსუ-ში მოქმედი სტრატეგიული, მა­რე­­გულირებელი და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომ­ლობს ბნსუ-ს სტრუქტურულ ერთეულებთან, უზრუნველყოფს ბნსუ-ს წესების, მართვის ორგანოების და წინამდებარე დე­­ბუ­ლე­ბით დადგენილი მოთ­ხო­ვ­ნების შესრულებას.

დეპარტამენტის ფუნქციებში შედის:

  • უცხოელი სტუდენტების ადაპტაცია და მომსახურება;
  • პოტენციური სტუდენტების კონსულტირება და ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ბნსუ-ში მო­ქმედი წესებისა და პროგრამის თავისებურებების შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში დახმარება განათლების აღია­რე­ბასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებში, აპლიკაციის მიღება, დამუშავება და სხვ.;
  • სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა, სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • სასწავლო და საგამოცდო პროცესის ორგანიზება, სასწავლო (სააუდიტორიო მეცადინეობები/პრაქტიკა) და საგამოცდო (შუალედური, დასკვნითი, დ­ამა­ტებითი გამოცდები) ცხრილების შედგენა, მათი შესრულების ორგანიზება და ადმინისტრირება;
  • მონიტორინგი სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაო­დე­­­ნობის, სილაბუსით შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვის, კონსულტაციების გაწევის და სხვ. სისტე­მატური კონტროლი, შესაბამისი ანგარიშის მომზადება და  დეკანისთვის წარდგენა;
  • სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დამუშავება, მიღებული შედეგების ანალიზი, დეკანისთვის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა;
  • ადაპტაციის და სოციალიზაციის მიზნით განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუ­დენტ­თა სა­ჭი­­როე­ბების შესაბამისად სწავლების დაგეგმვის, მომსახურების გაწევის და ადაპტირებული გარემოს შექმნაში მონა­წი­ლე­ო­ბა;
  • სასწავლო პროცესში სტუდენტთა ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწი­ლეობა;
  • სტუდენტთა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა ინდივიდუალური პროფილის შექმნაში, ინფორ­მ­აციის განახლების საჭიროების მონიტორინგი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისთვის განახლებული ინფორ­მაციის მიწოდება;
  • სტუდენტების, ასევე პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალის ელექტრონული პორტ­ფო­ლიოების წარმოება, შევ­სე­ბა, კონტროლი და ანალიზი;
  • სტუდენტებისათვის ინფორმირება სტუდენტთა მხარდაჭერის საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ;

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: admissions@bntu.edu.ge