agia kart
martva ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

geobana1      geobana2 
 geobana3      geobana4
 geobana5      geobana6
 bann7      bann6
 bann201      ban8
 ban ge23      ban ge24
 ban ing22      ban ge21
       
 


 

logo

    შპს ,,საგიტარიუსი“ - მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი არის შპს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ პარტნიორი დაწესებულება,  სადაც სასწავლო უნივერსიტეტის აბიტურიენტები/სტუდენტები,პროფ.სტუდენტები/კურსდამთავრებულები გადიან სამედიცინო შემოწმებას. ბნსუ-ს სტუდენტებს/პროფ. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სამედიცინო ცენტრი სთავაზობს  სამედიცინო მომსახურებას შეღავათიან ფასებში.

   შპს ,,საგიტარიუსს“-მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრს 2011 წლიდან მიღებული აქვს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღიარების სერტიფიკატი, როგორც მეზღვაურთა სამედიცინო პროფესიული შემოწმების დაწესებულება.

შპს ,,საგიტარიუსს“-მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრს მიღებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის

ISO 9001:2015 შესაბამისობის სერტიფიკატი.

   კლინიკა შპს „საგიტარიუსი“აგრეთვე არის სპეციალიზირებული თვალის კლინიკა, რომელიც პაციენტებს სთავაზობს  თვალის სნეულებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
კლინიკა აღჭურვილია მიკროქირურგიული და ლაზერული ოპერაციების შესასრულებლად აუცილებელი უნიკალური მოწყობილობებით, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ოპტიკურ–ელექტრონულ და კომპიუტერული საშუალებებით, თვალის დაავადებათა ფიზიოთერაპიისათვის საჭირო მოწყობილობითა და ოფთალმოლოგიის მრავალი სხვა საშუალებებით.

კლინიკის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა ურთულესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების მაქსიმალურად ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. კლინიკაში გამოიყენება მცირეტრავმული, უსისხლო და უნაკერო ქირურგიის მეთოდები, ლაზერული მკურნალობის, ფიზიოთერაპიის სახეობები, ფუნქციონირებს ბავშვთა ოფთალმოლოგიის განყოფილება, ხორციელდება სათვალეების, კონტაქტური ლინზებისა და სპეციალური ოპტიკის შერჩევა. 

მისამართი :საქართველო, ქ. ბათუმიზ.გორგილაძისქუჩა #91

ვებგვერდი : http://www.bigsale.ge/klinikabatumi/

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 24.09.20.