BSM Smart Academy

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „საზღვაო ნავიგაცია" და „გემის მექანიკა" პირველი კურსის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას ჩაერთონ Bernhard Schulte Shipmanagement (BSM) Smart Academy-ს პროგრამაში.

პირველი კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ შერჩევის პროცესი BSM Smart Academy-ის პროგრამისთვის. შერჩევის პროცესი მოიცავს სააპლიკაციო პროცედურას, ფსიქომეტრულ და უნარების ტესტებს, ასევე გასაუბრებებს. პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას უნივერსიტეტში და საზღვაო პრაქტიკას BSM-ის გემებზე.

ეს შესაძლებლობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს შეიძინონ თანამედროვე ციფრული საზღვაო ინდუსტრიისთვის საჭირო ცოდნა, განავითარონ ლიდერობის უნარები და მოემზადონ BSM-ში კარიერისთვის.

პროგრამა ხორციელდება ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

გიორგი გაბედავა 

BSM Smart Academy-ის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: g.gabedava@bntu.edu.ge