დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)

კვლევითი პროექტი

სათაური: “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)”

კვლევითი პროექტის ნომერი: 101081771 - DUGEOR

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2023 – 31 დეკემბერი 2026

დაფინანსების წყარო: პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში.

პროექტის გუნდი: კოორდინატორი ბნსუ-ში - ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა; წევრები: პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთი; ავსტრია; გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია. კონსორციუმის წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში; დუალური განათლების საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობა; საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით; დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვი, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას დუალური განათლების განსახორციელებლად.