სიახლეები უკან

სამუშაო შეხვედრა კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტის საზღვაოსნო მეცნიერებების კოლეჯის დეკანთან

17 ნოემბერი 2022

2022 წლის 17 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გიორგი გაბედავამ სამუშაო შეხვედრა გამართა კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტის საზღვაოსნო მეცნიერებების კოლეჯის დეკანთან ჯინ კვონ კიმთან, მეზღვაურთა კვლევის ცენტრის დირექტორთან ლიი სანგილთან და საზღვაოსნო მეცნიერებების კოლეჯის პროფესორთან ჰაიდონგ ჯოენთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტებისთვისა და პერსონალისთვის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების ამოქმედების თაობაზე.